საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ნორბერტ ბერნსდორფის საჯარო ლექციათა ციკლი

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინიციატივით, 2023 წლის 9, 11 და 13 ოქტობმბერს გაიმართება პროფესორ ნორბერტ ბერნსდორფის საჯარო ლექციათა ციკლი.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

საჯარო ლექციები მიეძღვნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების და ინტეგრაციის საკითხების განხილვას სამართლებრივი და მეცნიერული პერსპექტივიდან. 

 

პროფ. ნორბერტ ბერნსდორფი არის მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიის ფედერალური სოციალური საქმეების სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. პროფ. ბერნსდორფი არის ევროპული კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის კომენტატორი, იყო გერმანიის იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც იღებდა მონაწილეობას 2004 წელს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების მომზადებაში.

 

თითოეული ლექცია ღია იქნება დისკუსიისთვის. მომხსენებელი განმარტავს ევროკავშირის, ასევე გერმანიის გადასახედიდან, თუ რა არის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესრულების ძირითადი მიზანი და როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილება.

 

 

დღის წესრიგი

თარიღი: 28/09/2023